გია ჭიაბრიშვილი: ეს მოსამზადებელი ეტაპია და წაგება-მოგებაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ

გია ჭიაბრიშვილი: ეს მოსამზადებელი ეტაპია და წაგება-მოგებაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ
14/02/2021

გია ჭიაბრიშვილი: ეს მოსამზადებელი ეტაპია და წაგება-მოგებაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ

ესპანური შეკრების ფარგლებში გამართული მესამე ტესტ-მატჩის შემდეგ, სადაც თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის ლოკომოტივი დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა, შეკრების პირველი ეტაპი თბილისელთა მთვარმა მწვრთნელმა - გიორგი ჭიაბრიშვილმა შეაჯამა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: „ვფიქრობ, მოსკოვის ლოკომოტივთან მატჩში, ტაქტიკური თვალსაზრით, რაც დაგეგმილი გვქონდა, უმეტესი ნაწილი გამოგვივიდა. ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის თამაში დაცვით ფაზაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ კომპონენტში, გეგმა 100 პროცენტით შევასრულეთ.

 

რაც შეეხება დიდი ანგარიშით მოგებას, ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს მოსამზადებელი ეტაპია და ჩვენ წაგება-მოგებაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. აქ სხვა მიზნით ვართ და მივყვებით ჩვენს გეგმას.

 

მოსკოველებთან მატჩით, აქაური მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი დავასრულეთ, ძირითადი რაოდენობის თამაშები ვითამაშეთ და ეს ყველაფერი, დიდი დატვირთვების, ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ჩავატარეთ. ახლა, ნელ-ნელა დატვირთვებს მოვხსნით და გადავალთ მომზადების ტაქტიკურ ნაწილზე, რომ თამაშის ხარისხი ავამაღლოთ და გუნდი თანაბრად ძლიერი იყოს როგორც დაცვით, ისე შემტევ ნაწილში.“

more news