139 გოლი ერთ სეზონში: დაუმარცხებლად მოპოვებული ჩემპიონობა - ყველაფერი ლოკოს შესახებ

139 გოლი ერთ სეზონში: დაუმარცხებლად მოპოვებული ჩემპიონობა - ყველაფერი ლოკოს შესახებ
02/12/2018

139 გოლი ერთ სეზონში: დაუმარცხებლად მოპოვებული ჩემპიონობა - ყველაფერი ლოკოს შესახებ

2018 წლის, საქართველოს 19 წლამდე ლიგის ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი გახდა. სულიკო დავითაშვილის გუნდმა ჩემპიონის ტიტული 1 დეკემბერს, საგურამოს ბაზაზე სამტრედიასთან გამარჯვების (12-1) შემდეგ მოიპოვა.

ლოკომოტივმა 19 წლამდე ბ ჯგუფსა და ოქროს ლიგაში, მთელი სეზონის მანძილზე წაუგებლად იასპარეზა. დავითაშვილის გუნდმა 28 მატჩი ჩაატარა და 25 გამარჯვება მოიპოვა, სამი მატჩი ფრედ დაასრულა. ლოკოს აკადემიის გუნდმა 28 მატჩში 139 გოლის გატანა მოახერხა.


ბ ჯგუფში, ლოკომოტივთან ერთად გაგრამ, ცხინვალმა, ვიტ-ჯორჯიამ, ტორპედომ, დილამ და ჩიხურამ იასპარეზა. ჩვენი აკადემიის გუნდმა 34 ქულა დააგროვა და ოქროს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დავითაშვილის გუნდმა, ბ ჯგუფში მეტოქეთა კარი 61-ჯერ აიღო, საკუთარ კარში კი მხოლოდ 9 ბურთი მიიღო.

19 წლამდე ოქროს ლიგა ა, ბ და გ ჯგუფიდან გადასული საუკეთესო 9 გუნდით დაკომპლექტდა. საჩემპიონო ჯგუფში ლოკომოიტვთან ერთად დინამო თბილისმა, საბურთალომ, შევარდენი 1906-მა, გაგრამ, ბათუმის დინამომ, მერანმა, სამტრედიამ და ცხინვალმა იასპარეზა.


ოქროს ლიგაში ლოკომოტივმა 16-დან 14 მატჩში გამარჯვება მოიპოვა, ორჯერ კი ფრე ითამაშა. სულიკო დავითაშვილის გუნდმა 44 ქულა დააგროვა და დინამო თბილისს 1 ქულით აჯობა. ლოკომ მეტოქეთა კარი 78-ჯერ აიღო, საკუთარ კარში კი 8 ბურთი მიიღო.

2018 წლის სეზონში, ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდის მაისურით გოლის გატანა 22-მა ფეხბურთელმა მოახერხა. მათგან საუკეთესო მაჩვენებელი რევაზ ინჯგიას აქვს, რომელმაც მეტოქეთა კარი 28-ჯერ აიღო.



ბომბარდირებს შორის მეორე ადგილი შოთა შეყილაძემ დაიკავა. 18 წლის ფორვარდმა 26 გოლი გაიტანა. შეყილაძე ლოკოს მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ზესტაფონიდან შეუერთდა.


20 გოლი ლევან გრძელიძის ანგარიშზეა. 18 წლის შემტევი, მიმდინარე სეზონში გამორჩეული თამაშისთვის, რევაზ ინჯგიასთან ერთად მთავარ გუნდში დაწინაურდა.


ივანე ოქროპირიძე: 11 გოლი. ალექსანდრე ანდრონიკაშვილი: 9 გოლი. ლაშა ოზბეთელაშვილი: 7 გოლი. ბექა ბუიღლიშვილი და დავით ნაჭყებია: 4 გოლი.

ზურიკო დავითაშვილი, გიორგი იაკობიძე, ლუკა ჯანაშია, ლუკა ჯაფარიძე, თორნიკე ძებნიაური და ბექა ფილფანი: 3 გოლი.



ავთანდილ სირაძე, სანდრო შეწირული, ლუკა პაპიაშვილი და გიორგი გოგობერიშვილი: 2 გოლი. ირაკლი ჯავახიშვილი, თემურ ძაძამია, საბა ჯინჭარაძე და დიმა შარიქაძე: 1 გოლი.



გამორჩეული სეზონი ჩაატარა ლოკოს 19 წლამდე გუნდის მცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა. მან მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. 19 წლის ცენტრალური მცველი, ნოემბერში საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.

more news