15 წლამდე ლიგა - მარცხი ავაზასთან

15 წლამდე ლიგა - მარცხი ავაზასთან
29/10/2017

15 წლამდე ლიგა - მარცხი ავაზასთან

15 წლამდე, აღმოსავლეთ ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ავაზასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა. 29 ოქტომბერს გამართული დაპირისპირება, ნიკა ფოცხვერიას გუნდმა 5:1 წააგო.

ანგარიში მე-2 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. ლოკომოტივის კარში, გოლი ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა. 6-ე წუთზე, ლოკომოტივმა წონასწორობა აღადგინა. ავაზას გოლი ნიკა ხუციშვილმა გაუტანა.

მე-19, 27-ე და 35-ე წუთებზე, ლოკომ კიდევ სამი გოლი გაუშვა. მასპინძლებმა, მატჩის საბოლოო შედეგი 69-ე წუთზე დააფიქსირეს.

11 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 19 ქულით მესამე ადგილზეა.

ლოკომოტივი: მახარაძე (მანძულაშვილი 26), სამყურაშვილი (ებრალიძე 44), თაბუაშვილი, ჭოხონელიძე, ჩლაიძე (გოგილაშვილი 52), ავალიანი (ქადარია 52), კეკელიძე (კაპ), კაპანაძე, ნიკა ხუციშვილი, გაბრიელ ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია

არბიტრი: დავით ფიფია (გალი)

more news