17 წლამდე ლიგა - ფრე გათამაშების ლიდერთან

17 წლამდე ლიგა - ფრე გათამაშების ლიდერთან
29/10/2017

17 წლამდე ლიგა - ფრე გათამაშების ლიდერთან

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-13 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, ზესტაფონთან ფრე ითამაშა. 29 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

ანგარიში ლოკომ მე-15 წუთზე გახსნა. ზესტაფონის კარი ლუკა ხარძიანმა აიღო. სტუმრებმა წონასწორობა 30-ე წუთზე, გოგა არაბიძის გოლით აღადგინეს.

13 ტურის შემდეგ, პაატა გოცირიძის გუნდი 19 ქულით მე-6 ადგილზეა.

ლოკომოტივი: კონცელიძე, გუგუნავა, შიუკაშვილი, ზუმბაძე, ქაჯაია, კილასონია, ხუნჯგურუა, კანკია, კუხიანიძე (გაბუნია 41), ხარძიანი, გაბეჩავა

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: მანუჩარ კიკორია (თბილისი)

more news