19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ გაგრა დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ გაგრა დაამარცხა
21/06/2018

19 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომ გაგრა დაამარცხა

19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-2 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა გაგრა დაამარცხა. 20 ივნისს, მუხრანში გამართული დაპირისპირება, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 0-3 მოიგო.

50-ე და 55-ე წუთებზე, გაგრას დუბლი რეზი ინჯგიამ შეუსრულა. მატჩის საბოლოო შედეგი 70-ე წუთზე, ლევან გრძელიძემ დააფიქსირა.

ლოკოს 74-ე წუთზე კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ივანე ოქროპირიძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

ორი ტურის შემდეგ, ლოკო 6 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 19 წლამდე გუნდი 24 ივნისს, დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: გუგუშვილი, სირაძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, შეწირული, პაპიაშვილი (ნაჭყებია 60), ჯანაშია (კაპ), ინჯგია (ძაძამია 57), გრძელიძე, შეყილაძე (ოქროპირიძე 68)

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: გიორგი ვარდიძე

more news