15 წლამდე, ოქროს ლიგა - ფრე ბათუმის დინამოსთან
17/06/2018
15 წლამდე, ოქროს ლიგა - ფრე ბათუმის დინამოსთან
15 წლამდე, ოქროს ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ბათუმის დინამოსთან ფრე ითამაშა. 16 ივნისს, ბათუმში გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა.
ანგარიში მე-6 წუთზე საბა ბოგვერაძემ გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. 29-ე წუთზე, ნიკა მსხილაძემ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ლოკომოტივი: მახარაძე, ფაილოძე, ოდიშვილი, ჭოხონელიძე, ხვიჩია, ავალიანი, ფარსადანაშვლი, კეკელიძე (კაპ), ჩანქსელიანი, აბრამიშვილი (ქეცბაია 45), ბოგვერაძე (შოშიტაიშვილი 55)
მთავარი მწვრთნელი: ნიკა ფოცხვერია
არბიტრი: გურამ მაჩიტიძე