ქართველი 17 წლამდელების წარმატება უკრაინაში

ქართველი 17 წლამდელების წარმატება უკრაინაში
21/08/2017

ქართველი 17 წლამდელების წარმატება უკრაინაში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები უკრაინაში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

ქართველმა ფეხბურთელებმა, ფინალურ მატჩში ისრაელის 17 წლამდე გუნდს 4:1 მოუგეს. გიორგი ნემსაძის ნაკრებმა, აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

 

ქართველებმა ტურნირზე ოთხი მატჩი ჩაატარეს, საიდანაც ორში მონაწილეობა ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდის კაპიტანმა, ზურაბ ბაქრაძემ მიიღო.

 

პირველ მატჩში, საქართველომ ბელარუსის ნაკრები 4:0 დაამარცხა. ამ მატჩში ბაქრაძემ 20 წუთი ითამაშა, მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.

 

ზურამ მეორედ ესტონეთის ნაკრების წიანაღმდეგ ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. საქართველომ აღნიშნული შეხვედრა 2:1 მოიგო.

 

ლოკომოტივი ულოცავს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებსა და ზურაბ ბაქრაძეს უკრაინაში მოპოვებულ ტიტულს.

more news