ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში გორთან დამარცხდა

ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში გორთან დამარცხდა
13/10/2023

ლოკო 2 ეროვნულ ლიგა 3-ში გორთან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 3-ის 22-ე ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივი 2-მა დიღმის ოლიმპიური კომლექსის სტადიონზე გორის წინააღმდეგ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

 

მატჩი გორელთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის ერთადერთი გოლიც დასაწყისში, მე-6 წუთზე გავიდა. თავის გამოჩენა გიგი ბექაძემ მოახერხა.

 

ლოკო 2 მატჩის დარჩენილი დროის მანძილზე მეტოქის კარის აღებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა.

 

ეროვნულ ლიგა 3-ში 22 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 28 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ლოკო 2 საბურთალო 2-ის წინააღმდეგ 17 ოქტომბერს გამართავს.

more news