ლოკომოტივი 2-მა სტუმრად საჩხერის ჩიხურა დაამარცხა

ლოკომოტივი 2-მა სტუმრად საჩხერის ჩიხურა დაამარცხა
21/09/2023

ლოკომოტივი 2-მა სტუმრად საჩხერის ჩიხურა დაამარცხა

ეროვნული ლიგა 3-ის მე-19 ტურის შეხვედრა ლოკომოტივი 2-მა სტუმრად საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.

 

მატჩი საჩხერელთა უპირატესობით დაიწყო და 22-ე წუთზე ჩვენს კარში გოლი ნიკა ბუზალაძემ გაიტანა. ლოკომ მეტოქის გოლს პასუხი მალე გასცა, თავის გამოჩენა 26-ე წუთზე ნიკოლოზ ჩოხელმა შეძლო. 31-ე წუთზე ნიკოლოზ ნინიძემ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.

 

მეორე ნახევარში საჩხერელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც ნინიძემ ვერ მოახერხა, თუმცა მაშინვე დამატება რევაზ ხინშიაშვილმა შეძლო და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

19 ტურის შემდეგ ლოკომოტივი 2-ს 27 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მორიგ მატჩს 28 სექტემბერს ვარკეთილის წინააღმდეგ გამართავს.

more news