ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდმა ატეიტის ტურნირზე ორი შეხვედრა ჩაატარა

ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდმა ატეიტის ტურნირზე ორი შეხვედრა ჩაატარა
25/08/2023

ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდმა ატეიტის ტურნირზე ორი შეხვედრა ჩაატარა

25 აგვისტოს ბათუმში ატეიტის საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი დაიწყო, რომელში მონაწილეობას ლოკომოტივის 14-წლამდელთა გუნდიც იღებს.

 

ტურნირში 5 ქვეყნის 80-ზე მეტი საფეხბურთო გუნდი ჩაერთო, ხოლო საერთო ჯამში გათამაშებაში 1000-ზე მეტი ბავშვი ასპარეზობს.

 

2009 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ლოკომოტივი B ჯგუფში გამოდის, სადაც ასევე თამაშობენ უზბეკური ჯეირანი, ნორჩი დინამო თბილისი და ინტერ თბილისი.

 

დღეს, 25 აგვისტოს ჩვენი გუნდი ჯერ ჯეირანს შეხვდა, მატჩი 0:0 დასრულდა. მეორე მატჩი 18:00 საათზე გაიმართა და ინტერ თბილისთან 1:3 წავაგეთ. ლოკოს მხრიდან თავის გამოჩენა პაპუჩელაშვილმა მოახერხა.

 

ლოკომოტივის 14-წლამდელები ხვალ, 26 აგვისტოს გადამწყვეტ შეხვედრაში ნორჩ დინამო თბილისს შეხვდებიან.

 

ინტერი - 4 ქ.
ნორჩი დინამო - 4 ქ.
ლოკომოტივი - 1 ქ.
ჯეირანი 1 ქ.

 

more news