ლოკოს 19-წლამდელთა გუნდი ოქროს ლიგაზე საბურთალოსთან დამარცხდა

ლოკოს 19-წლამდელთა გუნდი ოქროს ლიგაზე საბურთალოსთან დამარცხდა
01/10/2023

ლოკოს 19-წლამდელთა გუნდი ოქროს ლიგაზე საბურთალოსთან დამარცხდა

ოქროს ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა თბილისის ლოკომოტივის 19-წლამდელთა გუნდმა სტუმრად საბურთალოსთან ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.

 

ბენდელას სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდიანრეობდა, თუმცა ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ყველაშვილმა საბურთალო დააწინაურა.

 

მეორე ტაიმში, 70-ე წუთზე სანდრო ავალიანმა საბურთალოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო თათარაშვილმა 90+3-ე წუთზე შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ამჟამად ლოკოს 19-წლამდელთა გუნდს ოქროს ლიგის გათამაშებაში 27 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.

more news