34-ე ტურში იბერია 2-ს ვესტუმრებით

34-ე ტურში იბერია 2-ს ვესტუმრებით
24/11/2025

34-ე ტურში იბერია 2-ს ვესტუმრებით

ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურში იბერია 2-ს ვესტუმრებით. მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, 14:00 საათზე, ბენდელას სტადიონზე გაიმართება.  

33 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-7 ადგილზე ვიმყოფებით, ფლეი-აუტის ზონაში ვართ, თუმცა მე-6 ადგილზე მყოფ „სიონსა’’ და მე-8 პოზიციაზე მყოფ იბერია 2-საც 39 ქულა აქვთ. ასე რომ ხვალ უშუალო კონკურენტს დავუპირისპირდებით.

 

ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში იბერია 2-თან სამჯერ ვითამაშეთ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გვაქვს. მე-7 ტურში საგურამოში 4:2 მოვუგეთ. მე-18 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილის ავტოგოლით დავწინაურდით, 26-ე წუთზე საკუთარ კარში იბერია 2-ის მეკარემ, რევაზ კურტანიძემ გაიტანა. ტაიმის მიწურულს გივი ხაჩიძემ სხვაობა შეამცირა. მე-60 წუთზე სანდრო შაშიაშვილის საგოლე პასით ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანა - 3:1. 83-ე წუთზე სტუმართა მხრიდან გოლი დანიერ ქვარცხავამ შეაგდო. 87-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

 

მე-16 ტურში სტუმრად 1:1 დასრულდა, ყველაშვილმა დაგვაწინაურა, დანიელ ქვარცხავამ ანგარიში გაათანაბრა. 25-ე ტურშიც ფრედ ვითამაშეთ. ანგარიში სტუმრებმა გივი ხაჩიძის გოლით გახსნეს, ლაშა კოხრეიძემ წონასწორობა პენალტის ნიშნულიდან აღადგინა - 1:1.

more news