ამხანაგური მატჩი: ლოკო უზბეკეთის ოლიმპიურ ნაკრებთან დამარცხდა

ამხანაგური მატჩი: ლოკო უზბეკეთის ოლიმპიურ ნაკრებთან დამარცხდა
21/02/2019

ამხანაგური მატჩი: ლოკო უზბეკეთის ოლიმპიურ ნაკრებთან დამარცხდა

ესპანეთში მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპის ბოლო მატჩში ლოკომოტივი უზბეკეთის ოლიმპიურ ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი უზბეკეთმა აქტიურად დაიწყო, ლოკომოტივის მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმა ნომინალურ მასპინძლებს სწრაფი გოლის გატანის საშუალება მისცა. მალევე მეტოქემ მეორე და მესამე გოლი გაიტანა და პირველსავე ნახევარში ანგირიშით 3:0 დაწინაურდა. 

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ერთი ბურთი გაქვითა 3:1. მეორე ნახევრის სტარტიდანვე ლოკომ აქტიურად შეუტია, მოპოვებული უპირატესობა გატანილ გოლში მხოლოდ 85-ე წუთზე გარდაიქმნა, ლუკა კიკაბიძის საგოლე გადაცემით დავით ჯიქიამ ისარგებლა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში ლოკომოტივი ეცადა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ მატჩი უზბეკეთის გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა.  

ლოკომოტივი სამშობლოში 23 თებერვალს დაბრუნდება და ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისთვის მზადებას საგურამოს ბაზაზე გააგრძელებს. 

ლოკომოტივი: 

ბულესკირია; ჭანტურია(ანდრონიკაშვილი55); გაბაძე(ძებნიაური 60); გურეშიძე; შონია; არდაზიშვილი (სამურკასოვი63); კირკიტაძე (კობახიძე 68); გვალია (კიკაბიძე70);ინჯგია (ჯიქია75);უბილავა (კომახიძე78); სიხარულიძე(შეყილაძე80)

more news