საქართველოს თასი - დრამატული დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს თასი - დრამატული დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა
13/06/2018

საქართველოს თასი - დრამატული დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე, ლოკომოტივი დრამატულ მატჩში, დინამო თბილისთან დამარცხდა. შემდეგი ეტაპის საგზური, დინამომ პენალტების სერიაში მოიპოვა.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივარმა, ძირითად და დამატებით დროში 8 გოლი იხილა.

პირველი ნახევარი დინამოელებმა 0-2 მოიგეს. ლოკოს გატანა რამდენიმე ეპიზოდში შეეძლო, მაგრამ მამია გავაშელიშვილს, დავით ჯიქიასა და ლუკა კიკაბიძეს მიზნამდე ცოტა დააკლდათ.

მეორე ტაიმის დებიუტში, ლუკა კიკაბიძემ ერთი ბურთი გაქვითა. ლოკოს შემტევმა მარჯვენა ფლანგიდან ლამაზი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კიკაბიძემ ზედიზედ სამ მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

ლუკას გოლის შემდეგ, უპირატესობას ლოკომოტივი დაეუფლა, რაც სახიფათო მომენტებში აისახა. ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში, გატანა შეეძლო გავაშელიშვილს, ჯიქიასა და კობახიძეს. რიგ ეპიზოდებში სტუმართა მეკარმე ითამაშა ზუსტად, რამდენჯერმე კი ლოკოს ფეხბურთელებს მიზანმა უმტყუნა.


65-ე წუთზე, კიკაბიძის ნაცვლად თამაშში რატი არდაზიშვილი ჩაერთო. ლოკოს 98-ე ნომერმა ადგილი მოედნის ცენტრში დაიკავა. დაახლოებით 10 წუთში, თორნიკე ძებნიაური დავით სამურკასოვმა შეცვალა, რომელსაც წინა ორ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია.

83-ე წუთზე არდაზიშვილმა წონასწორობა აღადგინა. შეცვლაზე შესული ლაშა გვალიას შორეული დარტყმის შემდეგ, რატიმ ბურთს მიმართულება შეუცვალა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, დინამოს კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მამია გავაშელიშვილმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.


პირველ დამატებით ტაიმში, თამაზ ბაბუნაძემ დინამო დააწინაურა. რატი არდაზიშვილმა კომპენსირებულ დროში, საჯარიმო დარტყმით, ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩი კიდევ ერთხელ შემოატრიალა.

პენალტების სერიაში, დინამოელებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს. ლოკოს შემადგენლობიდან, ერთადერთი არაზუსტი დარტყმის ავტორი ნიკა ჭანტურია გახდა. საბოლოოდ, 1/8 ფინალის საგზური დინამომ მოიპოვა.

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, ცნობილაძე (გვალია 46), ძებნიაური (სამურკასოვი 76), კიკაბიძე (არდაზიშვილი 65), კობახიძე, გავაშელიშვილი, ჯიქია (კომახიძე 105)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გაბაძე (29), ჭანტურია (90+2), სამურკასოვი (95), უბილავა (100), კობახიძე (105+1), გავაშელიშვილი (116)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

more news