ეროვნული ლიგა: სამტრედია 1-1 ლოკომოტივი

ეროვნული ლიგა: სამტრედია 1-1 ლოკომოტივი
06/05/2018

ეროვნული ლიგა: სამტრედია 1-1 ლოკომოტივი

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სტუმრად, სამტრედიასთან ქულა მოიპოვა. 6 მაისს, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი 1-1 დასრულდა.


პირველმა ნახევარმა რეალური საგოლე მომენტების გარეშე ჩაიარა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, ლოკომოტივს ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა მამია გავაშელიშვილის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.


58-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. გივი ქარქუზაშვილმა საკუთარი ნახევრიდან, ჯარიმა პირდაპირ ლოკოს საჯარიმოში ჩააწოდა, უჩა ლობჟანიძის არაზუსტი მოქმედების შემდეგ, ზაურ ხაბეიშვილმა ისარგებლა და რევაზ თევდორაძეს ახლო მანძილიდან გაუტანა.


68-ე წუთზე, ლოკომოტივი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. მატჩის არბიტრმა მოედნიდან თეიმურაზ ღონღაძე გააძევა.


ლაშა ჭაღიაშვილმა, რომან ჭანტურიას ნაცვლად თამაშში გიორგი გაბაძე ჩართო, რომელმაც ღონღაძის პოზიცია დაიკავა.

დაახლოებით 10 წუთში, შეცვლაზე შესულმა დავით ჯიქიამ კუთხური მოაწოდა, ნიკა ჭანტურიას აქტიურობის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში გივი ქარქუზაშვილმა ჩაჭრა, 1-1.

ლოკომოტივს მატჩის მოგებაც შეეძლო, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა გავაშელიშვილმა ბურთი კარს ააცილა.

10 ტურის შემდეგ, ლოკო 5 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩში, ჭაღიაშვილის გუნდი დინამო თბილისს დაუპირისპირდება. თბილისური დერბი 13 მაისს, დინამო არენაზე, 16:00 საათზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ლობჟანიზე, ნ.ჭანტურია, ღონღაზე, სამურკასოვი (ჯიქია 75), ძებნიაური, შონია, კობახიძე (ცნობილაძე 86), გავაშელიშვილი, რ.ჭანტურია (გაბაძე 69)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: შონია (33), ღონღაძე (67, 68), ძებნიაური (89)

გაძევება: ღონღაძე (68)

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

more news