ისტორიული დღე ლოკოსთვის - სამი წლის წინ, 17 სექტემბერს მოსკოვის დინამო დავამარცხეთ
ისტორიული დღე ლოკოსთვის - სამი წლის წინ, 17 სექტემბერს მოსკოვის დინამო დავამარცხეთ
2020 წლის 17 სექტემბერს უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხი 2-ზე მოსკოვის დინამო 2:1 დაამარცხა და რუსული კლუბი ასპარეზობას გამოთიშა.
პირველ ნახერვარში უპირატრესობას სტუმრები ფლობდნენ. მომენტების შექმნა თბილისელებმაც მოახერხეს, თუმცა შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმში მოსკოველები მთელი ძალებით წინ წავიდნენ, რითაც გიორგი ჭაბრიშვილის გუნდმა კარგად ისარგებლა. 54-ე წუთზე თბილისელებმა შედეგს მიაღწიეს, თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ ჩააწოდა, მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა, 1:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
76-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა შესანიშნავი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა. მოსკოველებმა 90+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა – 2:1
მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო გიორგი მამარდაშვილი. ახალგაზრდა მეკარემ რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია. საბოლოოდ, ჩვენმა ფეხბურთელებმა უდიდესი ისტორია დაწერეს და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.