ლოკომოტივმა პირველი წრე მარცხით დაასრულა

ლოკომოტივმა პირველი წრე მარცხით დაასრულა
02/05/2018

ლოკომოტივმა პირველი წრე მარცხით დაასრულა

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის პირველი წრე მარცხით დაასრულა. 2 მაისს, მე-9 ტურში, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი სტუმრად, რუსთავთან დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, რუსთავმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გახსნეს. დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომის შემდეგ, თამაზ მაქაცარიამ ისარგებლა და ბექა მიქელთაძეს გაატანინა.

ლოკომოტივს ანგარიშის გათანაბრება ტაიმის მიწურულს შეეძლო. ვატო არველაძის დარტყმა ხარიხას მოხვდა.

მეორე ნახევარში, თემურ შონიამ და ლაშა გვალიამ, წონასწორობის აღდგენა შორეული დარტყმებით სცადეს, თუმცა მათი ცდა არაზუსტი აღმოჩნდა.

9 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 4 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. მეორე წრის პირველ ტურში, ჭაღიაშვილის გუნდი სამტრედიას დაუპირისპირდება.

მატჩი 6 მაისს, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე 16:30 წუთზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე (არველაძე 31), გვალია, შონია (ძებნიაური 78), სამურკასოვი (ჯიქია 74), ღონღაძე, გავაშელიშვილი, რ.ჭანტურია

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: გაბაძე (23), სამურკასოვი (69)

არბიტრი: ბაკურ ნინუა

more news