ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებას სპაერთან მატჩით უბრუნდება

04/08/2025
ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებას სპაერთან მატჩით უბრუნდება
ლოკო ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების მესამე წრეს, 4 აგვისტოს, გასვლითი შეხვედრით გახსნის და „სპაერს“ დაუპირისპირდება.
„ლოკომოტივი“ და „სპაერი“ მიმდინარე სეზონში ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: პირველ წრეში გამარჯვება „სპაერს“ დარჩა, ხოლო მეორე მატჩი ფრედ დასრულდა.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი გეგუჩაძის თქმით, გუნდი ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში ხვდება, ხოლო ზაფხულის ახალწვეულები წარმატებით ინტეგრირდნენ გუნდში. ( იხილეთ ინტერვიუ: ვიდეო )
ლოკოს განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს საქართველოს თასზე მიღწეული შედეგიც - გუნდი ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ 1/4 ფინალის საგზურს დაეუფლა და ამ ეტაპზე ელოდება მეტოქეს.
ეროვნული ლიგა 2-ის XVII ტურის შეხვედრა, 4 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება, თბილისში, სპაერის სტადიონზე.