ლოკო სტუმრად ფოთის კოლხეთთან დამარცხდა

ლოკო სტუმრად ფოთის კოლხეთთან დამარცხდა
27/11/2023

ლოკო სტუმრად ფოთის კოლხეთთან დამარცხდა

ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურის შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივი სტუმრად ფოთის კოლხეთი 1913-ს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

 

მატჩი ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა. მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე გახსნეს, გოლი ლაშა კოხრეიძემ გაიტანა დათა სიჭინავას გადაცემის შემდეგ. მეორე ტაიმში ფოთელთა უპირატესობა 71-ე წუთზე დავით მეგრელიშვილმა გაზარდა. ეს შეხევდრაში ბოლო გოლი იყო.

 

ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის დასრულებამდე 1 ტური დარჩა, ჩვენი გუნდი 1 დეკემბერს თბილისის მერანს დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, დეკემბერში ლოკოს პლეი აუტის ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელოდება, რომლის საშუალებითაც, შეუძლია, ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნოს.

 

ფოთის კოლხეთი 1913 2:0 ლოკომოტივი I ეროვნული ლიგა 2 I 35-ე ტური:

 

გოლები: კოხრეიძე (22), მეგრელიშვილი (71)

 

ფოთის კოლხეთი 1913: კოტლიაროვი, გვალია (90+2 ფოცხვერია), სიჭინავა (72 მესიაჩენკო), ოლხოვი (72 ჩიქოვანი), ხარშილაძე, ახალაძე, ჯიჯავაძე, კოხრეიძე (90+2 კოხრეიძე), მეგრელიშვილი, ზურაბიანი, გვასალია.

 

მთავარი მწვრთნელი: დათო კვირკველია

 

ლოკომოტივი: კოპალიანი, მოლაშვილი, პირტახია (46 ხარაიშვილი), მახარობლიძე (58 ბუკია), კალანდაძე, გეგუჩაძე, ზოსიაშვილი, მენთეშაშვილი (58 ოზბეთელაშვილი), ბონი, ჩაჩუა (73 ტაბატაძე), ჭანტურია (58 მუკბანიანი).

 

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

more news