ლოკომ სეზონში პირველი ფრე ითამაშა

ლოკომ სეზონში პირველი ფრე ითამაშა
02/06/2019

ლოკომ სეზონში პირველი ფრე ითამაშა

თბილისის „ლოკომოტივი“ ბოლნისიდან ქულით დაბრუნდა. ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი თამაზ სტეფანიაზე უგოლოდ დასრულდა. ეს თბილისელებისთვის მიმდინარე სეზონში პირველი ფრეა.

 

იქედან გამომდინარე, რომ მატჩი ნაშუადღევს - 17:00 საათზე დაიწყო და ტემპერატურაც საკმაოდ მაღალი იყო, ამან მატჩის სანახაობრივ მხარეზე აშკარად იმოქმედა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ე.წ. „წყლის შესვენება“ ორივე ტაიმში გამოიყენა.

 

მატჩი თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები თამაშს პერიოდულად ამწვავებდნენ; ძირითადად კი, ბურთი მოედნის ცენტრსა და მის სიახლოვეს ტრიალებდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ სუფთა თამაში გამოვიდა. არბიტრს არც ერთი გუნდის ფეხბურთელი არ გაუფრთხილებია.

 

სანაკრებო შესვენებას „ლოკომოტივი“ 22 ქულითა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე ანაცვლებით შეხვდა. ლევან კორღალიძის გუნდი რამდენიმე დღე დაისვენებს და შემდეგ, საწვრთნელი პროცესი კვლავ განახლდება.

 

მე-18 ტურის მატჩში, რომელიც 15 ივნისს გაიმართება, ლოკო საკუთარ მოედანზე ეროვნული ლიგის ამჟამინდელ ლიდერს- ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.

more news