ლოკომოტივი სტუმრად სპაერს შეხვდება

ლოკომოტივი სტუმრად სპაერს შეხვდება
08/08/2024

ლოკომოტივი სტუმრად სპაერს შეხვდება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც სტუმრად სპაერის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ლოკომ ეროვნული ლიგა 2-ის განახლების შემდეგ 2 მატჩი გამართა, არაგვი 2:1 დაამარცხა, ხოლო გარეჯთან მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო.

 

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, სპაერი ამ მომენტისთვის ეროვნული ლიგა 2-ში 27 ქულით მე-4 ადგილზეა, რითიც პლეი ოფის ზონასთან ახლოსაა.

 

ლოკოსა და სპაერის ერთი შეხვედრა წელს 1:0 ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მეტოქის კარში გოლის გატანა მამია გავაშელიშვილმა მოახერხა.

 

ეროვნული ლიგა 2-ის მე-19 ტურის მატჩი სპაერის სტადიონზე 10 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

more news