ლოკომოტივმა პირველ სპარინგ შეხვედრაში თბილისის დინამო დაამარცხა

ლოკომოტივმა პირველ სპარინგ შეხვედრაში თბილისის დინამო დაამარცხა
20/01/2024

ლოკომოტივმა პირველ სპარინგ შეხვედრაში თბილისის დინამო დაამარცხა

ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონისთვის მზადება თბილისის დინამოსთან ამხანაგური მატჩით დაიწყო.

 

დახურული მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. თბილისის დინამოს კარში გოლების გატანა ბიძინა მახარობლიძემ და ლოკოში დაბრუნებულმა მამია გავაშელიშვილმა მოახერხეს.

 

უახლოეს პერიოდში ლოკომოტივი კიდევ 3 სპარინგ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩების განრიგი ასეთია:

26 იანვარი, პარასკევი: ლოკომოტივი - საბურთალო
27 იანვარი, შაბათი: ლოკომოტივი - გაგრა
3 თებერვალი, შაბათი: ლოკომოტივი - ბოლნისის სიონი

more news