ლოკომოტივმა თბილისის მერანთან გაიმარჯვა
ლოკომოტივმა თბილისის მერანთან გაიმარჯვა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრა სტუმრად თბილისის მერანთან ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში 38-ე წუთზე რომან ჩაჩუამ ალექსანდრე თურქიას გადაცემის შემდეგ გახსნა. 4 წუთში, 42-ე წუთზე რომან ჩაჩუამ ამჯერად თავად შეასრულა ასისტი, ხოლო გოლის გატანა ლაშა მენთეშაშვილმა მოახერხა.
მეორე ტაიმში კიდევ რამდენიმე მომენტი შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და ლოკომ მიმდინარე სეზონში მე-7 გამარჯვება გაიფორმა, რითიც 23 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა.
27 სექტემბერს ჩვენი გუნდი 24-ე ტურის გადადებულ მატჩში საგარეჯოს გარეჯს დაუპირისპირდება.
თბილისის მერანი 0:2 ლოკომოტივი I ეროვნული ლიგა 2 I 27-ე ტური
გოლები: ჩაჩუა (38), მენთეშაშვილი (42)
მერანი: გურგენიძე, ხუბაშვილი, თოლორდავა, ქოჩლაძე (46 ოგუნბუფუნმი), დეისაძე (90 ბოგი), თანდაშვილი (46 ხეცურიანი), თოლორდავა (83 კოპლინი), აბრამიშვილი, ბექაური, ქარქუზაშვილი, კუხიანიძე (78 ქოჩაკიძე)
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, მოლაშვილი, შეწირული, კურტანიძე (63 მახარობლიძე), ფრენკ ჩილეშე (46 ტაბატაძე), გეგუჩაძე, გაბაძე, მენთეშაშვილი (90+2 კეკელიძე), ბაშელეიშვილი (85 ბუკია), თურქია (63 ბონი), ჩაჩუა
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე