ლუკა წულუკიძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ყაზახეთს გაუტანა

ლუკა წულუკიძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ყაზახეთს გაუტანა
08/06/2024

ლუკა წულუკიძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ყაზახეთს გაუტანა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტესტ-მატჩში ყაზახეთის 20-წლამდე გუნდს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.

 

20-წლამდელთა გუნდიდან, რომელსაც გიორგი ადამია ხელმძღვანელობდა, პირველი გოლი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ლოკოს ფეხბურთელმა, ლუკა წულუკიძემ გაიტანა. მეორე გოლი კი ლუკა ჩაგანავას ანგარიშზეა.

 

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახალი ფორმაციისაა. ამ მომენტისთვის გუნდი შეკრებას 20 ფეხბურთელით გადის.

 

more news