VIDEO: ნინიძის გოლი - ლოკოს ფეხბურთელებმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი ითამაშეს

VIDEO: ნინიძის გოლი - ლოკოს ფეხბურთელებმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი ითამაშეს
10/09/2023

VIDEO: ნინიძის გოლი - ლოკოს ფეხბურთელებმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი ითამაშეს

თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელებმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში სექტემბრის პაუზაზე გამოსვლა დაასრულეს.

 

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩვენი გუნდიდან სამი ფეხბურთელი იყო გამოძახებული: სოსო კოპალიანი (მეკარე), დავით ბუკია (ცენტრალური მცველი) და ნიკოლოზ ნინიძე (შემტევი ნახევარმცველი).

 

ქართველმა ახალგაზრდებმა თბილისში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს, ორივე ლიეტუვასთან. პირველი დაპირისპირება მიხეილ მესხი 2-ზე 8 სექტემბერს ჩატარდა. შეხვედრაში მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე ნიკოლოზ ნინიძე, რომელმაც 86-ე წუთზე გოლი გაიტანა და საქართველომ 1:0 მოიგო. ამ მატჩში ძირითადში იყო დავით ბუკია და მან მოედანზე 60 წუთი დაჰყო. სოსო კოპალიანი თადარიგში დარჩა.

მეორე შეხვედრა 11 სექტემბერს კვლავ მიხეილ მესხი 2-მა მიიღო და 1:1 დასრულდა. ნიკოლოზ ნინიძე ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა. ბუკია თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო, ხოლო კოპალიანს არ უთამაშია.

 

ამ ორი მატჩით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაასრულა. ვასილ მაისურაძის გუნდი ნოემბერში კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები კვიპროსი, მოლდოვა და ესპანეთი იქნებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

more news