უილიამ ოლურემი ჯონი - ლოკომოტივის ამერიკელი ახალწვეული
უილიამ ოლურემი ჯონი - ლოკომოტივის ამერიკელი ახალწვეული
თბილისის ლოკომოტივში ამერიკელი ლეგიონერი უილიამ ოლურემი ჯონი ითამაშებს. 33 წლის ფორვარდი, აშშ-ის მოქალაქეა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი ევროპაში გაატარა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ბოლომდე გაფორმდა. რემი ლოკომოტივში 85-ე ნომრით იასპარეზებს.
მისი პროფესიონალური კარიერა 2003 წელს, მშობლიურ ქალაქ კანზას-სიტიში დაიწყო. 2008 წელს იგი დანიურ რანდერსში ჩაირიცხა, საიდანაც სერბულ ჩუკარიჩკიში გადავიდა.
2009-2011 წლებში ოლურემი ხორვატიის ვინოგრადარის ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ორი სეზონის მანძილზე აზერბაიჯანულ აზალში ასპარეზობდა.
ლოკოს ახალწვეულს მაროკოსა და ფინეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილებაც აქვს. უკანასკნელად, იგი სწორედ ფინეთის ჩემპიონატში, როვანიემში თამაშობდა.
აშშ-ის 20 წლამდე ნაკრებში ოლურემმა 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
მასალა მედიისთვის: https://we.tl/t-E1fhiFzv44