ზედიზედ მეორე მარცხი ეროვნულ ლიგაში

ზედიზედ მეორე მარცხი ეროვნულ ლიგაში
20/09/2019

ზედიზედ მეორე მარცხი ეროვნულ ლიგაში

ჩემპიონატის გასულ ტურში „ბათუმთან“ მარცხის შემდეგ, „ლოკომოტივმა“, ამჯერად, ქულა ვერც რუსთავიდან წამოიღო.

 

თბილისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმში მეტოქეს აშკარად აჯობეს, როგორც თამაშით, ისე სახიფათო მომენტებით. პირველ ტაიმშივე, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბექა დარცმელია, რომელსაც ორივე გუნდის რიგებში, ბურთის ართმევასა და ჩაჭრაში აშკარად საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

 

პირველი გოლი ლევან კორღალიძის გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაუშვა. გაშვებული ბურთიდან 6 წუთში კი, „ლოკომოტივი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. მატჩის არბიტრმა - გიორგი ვადაჭკორიამ ირაკლი კომახიძეს წითელი ბარათი უჩვენა. საქმე უხეშობასთან არ გვქონია; გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა ჩათვალა, რომ ფეხბურთელი მათი მისამართით ბილწსიტყვაობდა, რაც, რა თქმა უნდა, კომახიძემ აქტიურად გააპროტესტა, თუმცა, რასაკვირველია, მსაჯს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 74-ე წუთზე, დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ, „ლოკომოტივმა“ მეორე გოლი გაუშვა და მდგომარეობა ძალიან გაირთულა.

 

„ლოკომოტივს“ სხვა გზა აღარ დარჩა - მთელი ძალებით უნდა შეეტია. 63-ე წუთიდან, მოედანზე დათო კირკიტაძე გამოჩნდა და სწორედ, თბილისელთა სწრაფი ფლანგელის მხრიდან დაემუქრა მთავარი საფრთხე რუსთაველთა კარს. კირკიტაძემ 81-ე წუთზე ნახევარი მოედანი სოლორეიდით გადასერა და მამარდაშვილს გაუტანა. მალე, მასვე ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების ძალიან რეალური შანსი, ისევე, როგორც უბილავას. სამწუხაროდ, ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტი ვეღარ შეძლეს და რუსთავი უქულოდ დავტოვეთ.

 

რუსთავი 2:1 ლოკომოტივი

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე, შონია, დარცმელია, გოროზია (ანდრონიკაშვილი 59), მახარობლიძე (შეყილაძე 76), ინჯგია (დ.კირკიტაძე 63), სიხარულიძე

 

გოლი: დ.კირკიტაძე (81)

 

გაფრთხილება: მახარობლიძე

 

გაძევება: კომახიძე

more news