ბათუმიდან უქულოდ

ბათუმიდან უქულოდ
14/09/2019

ბათუმიდან უქულოდ

ეროვნული ლიგის 27-ე ტური ჩვენი გუნდისთვის კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. „ლოკომოტივი“ ანგისას ბაზაზე ბათუმის „დინამოს“ ესტუმრა და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმო.

 

სათამაშო უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები ფლობდნენ და ეს უპირატესობა 36-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა გოლად აქცია. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

სათამაშო სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. თბილისელები მასირებული შეტევებით ცდილობდნენ ალავიძის კართან ხიფათის შექმნას, თუმცა, ჩვენთვის სახეირო არაფერი გამოდიოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ მატჩში, „ლოკომოტივის“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბექა დარცმელიას. ახალგაზრდა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა.

 

„ლოკომოტივმა“ მეორე გოლი მე-60 წუთზე გაუშვა. ბათუმელთაგან თავი, ამჯერად, ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა. ლევან კორღალიძის გუნდმა ერთი ბურთის გაქვითვა 71-ე წუთზე შეძლო. კუთხურიდან ბურთი დარცმელიამ ჩამოაწოდა. საჯარიმოში შექმნილი არეულობით, კი ყველაზე უკეთ ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა. თუმცა, მას ლადო მამუჩაშვილიც „დაეხმარა“ და ოფიციალურად, ეს გოლი ბათუმელთა ნახევარმცველს ჩაეწერა.

 

ეს იყო და ეს. თბილისელებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მატჩი ერთბურთიანი უპირატესობით დათმეს. „ლოკომოტივს“ კვლავ 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას თბილისური კლუბი 20 სექტემბერს, რუსთავში, ადგილობრივი „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო ბთ 2:1 ლოკომოტივი

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია, დ.კირკიტაძე (შეყილაძე 71), მახარობლიძე, ჯიქია (ინჯგია 55), სიხარულიძე (გოროზია 86)

 

გოლი: მამუჩაშვილი (71 სკ)

more news