15 და 17-წლამდელების 9 გოლი ტორპედოელთა კარში

15 და 17-წლამდელების 9 გოლი ტორპედოელთა კარში
14/10/2019

15 და 17-წლამდელების 9 გოლი ტორპედოელთა კარში

ოქროს ლიგის მორიგი ტურის მატჩები საშინაო არენაზე ჩაატარეს „ლოკომოტივის“ 15 და 17-წლამდელთა გუნდებმა. ორივე გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდა.

 

ფრედ - 1:1 დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 15-წლამდელებმა მატჩის მეორე ნახევარში სტუმართა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და მეტოქეს 5 ბურთი გაუტანეს. დაჩი აიდარაშვილის მიერ პირველი ტაიმის მე-7 წუთზე გატანილო გოლის შემდეგ, მეორე ტაიმში თავი ლუკა ჩაგანავამ, ლაშა კალანდაძემ (დუბლი), ლუკა ბეგალიშვილმა და ნიკა ჯაფარიძემ გამოიჩინეს. 10 ტურის შემდეგ, ლოკოს 15-წლამდელთა გუნდი სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

 

დამაჯერებლად - 3:0 მოიგო „ლოკომოტივის“ 17-წლამდელთა გუნდმა. „ტორპედოს“ კარში პირველი გოლი მე-12 წუთზე დიმიტრი ჯახიამ გაიტანა. 52-ე წუთზე, ანგარიში ორამდე გიორგი სიჭინავამ გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 83-ე წუთზე, ცოტნე ბუკიამ დააფიქსირა. ოქროს ლიგაში 17-წლამდელებს 9 მატჩი აქვთ ნათამაშები და 22 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე არიან. ჩვენი გუნდი 2 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან „დინამო“ თბილისს, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ნათამაშები.

more news