17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი 2-0 ტორპედო

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი 2-0 ტორპედო
23/09/2018

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი 2-0 ტორპედო

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-10 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 22 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, პაატა გოცირიძის გუნდმა  2-0 მოიგო.

ქუთაისელებს დუბლი გიორგი იაკობიძემ შეუსრულა. ლოკოს ფორვარდმა გოლები 57-ე და 79-ე წუთებზე გაიტანა.

10 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის აკადემიის გუნდს 22 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ლოკომოტივი: ჩალიგავა, გუგუნავა (კაპ), ჭინჭარაძე, ბაქრაძე, ქაჯაია, გაგუა, გოლუბიანი (მენთეშაშვილი 80), გაბრიელ ხუციშვილი, ომარაშვილი (ნიკა ხუციშვილი 41), ჩაკვეტაძე (ჭანია 77), იაკობიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: გიორგი ვარდიძე

more news