ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დიდი ანგარიშით დაამარცხა

ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დიდი ანგარიშით დაამარცხა
30/11/2018

ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დიდი ანგარიშით დაამარცხა

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა კოლხეთი 1913 დაამარცხა. 30 ნოემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 5-1 მოიგო.

კოლხეთთან მატჩში, ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო, ლოკომოტივს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი, ნიკა ჭანტურია და დავით სამურკასოვი დააკლდა.

ლოკომოტივმა უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვა და კოლხეთს ორი გოლი გაუტანა. ანგარიში მე-8 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გახსნა. 17 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მესამე გოლი გაიტანა.

მე-14 წუთზე სტუმრებს მეორე გოლი მამია გავაშელიშვილმა გაუტანა. ლოკოს ფორვარდისთვის კოლხეთთან გატანილი გოლი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეთერთმეტეა. გავაშელიშვილმა წინა სეზონის მაჩვენებელი (10 გოლი) გააუმჯობესა.

მომდევნო ეპიზოდში სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. 21-ე წუთზე, რევაზ თევდორაძის კარი კირილო დოროშენკომ შორეული დარტყმით აიღო.

59-ე წუთზე, რატი არდაზიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. 20 წლის ნახევარმცველმა ბაჩო მიქავას კარი შორეული დარტყმით აიღო და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

მესამე გოლის შემდეგ, ლოკომოტივმა თამაშზე კონტროლი აიღო. ზედიზედ ორ ეპიზოდში გატანა შეეძლო კაპიტან დავით უბილავას.

მომდევნო ეპიზოდში ოთარ კობახიძემ სტუმრებს მე-4 გოლი გაუტანა. კოლხეთის საჯარიმოში შექმნილი გაუგებრობით, 22 წლის შემტევმა კარგად ისარგებლა და ლამაზი გოლი გაიტანა. კობახიძეს მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 6 გატანილი ბურთი დაუგროვდა.


მატჩის საბოლოო შედეგი შეცვლაზე შესულმა დავით ჯიქიამ, 82-ე წუთზე დააფიქსირა. 23 წლის ფორვარდის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში, 5 გატანილი გოლია.

34 ტურის შემდეგ, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 41 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 4 დეკემბერს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ქურდაძე, შონია, გაბაძე, გვალია, ძებნიაური (კიკაბიძე 79), დავითაშვილი (კომახიძე 73), კობახიძე, არდაზიშვილი, გავაშელიშვილი (ჯიქია 68)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

არბიტრი: გ.ავაზაშვილი

more news