ლოკოსა და სიონის მატჩი საგურამოში ფრედ დასრულდა

28/05/2025
ლოკოსა და სიონის მატჩი საგურამოში ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-15 ტურში ლოკო საგურამოში ბოლნისის სიონს შეხვდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
შეხვედრის მანძილზე გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა შეხვედრაში გოლები არ გასულა გუნდებმა ქულები გაიყვეს.
15 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩვენს გუნდს 18 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა.
მომდევნო ტურის მატჩს ლოკომოტივი პირველ ივნისს სტუმრად იბერია 2-თან ჩაატარებს.