ლოკო მე-15 ტურში სიონს უმასპინძლებს

27/05/2025
ლოკო მე-15 ტურში სიონს უმასპინძლებს
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-15 ტურის მატჩს საგურამოში ბოლნისის სიონთან ჩაატარებს.
ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 17 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგა 2-ის ცხრილში მე-7 ადგილზეა. ბოლო სამი მატჩიდან 2 მოვიგეთ და ერთხელ დავმარცხდით.
რაც შეეხება მეტოქეს, სიონი სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-5 ადგილზეა. ბოლნისელებმა ბოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულეს.
პირველ წრეში ბოლნისში ჩატარებული მატჩი სიონსა და ლოკოს შორის 1:0 მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
ლოკოსა და სიონის შეხვედრა საგურამოში 28 მაისს 19:00 საათზე დაიწყება.