ლოკო ზაფხულის შესვენებამდე იბერია 2-ს შეხვდება

31/05/2025
ლოკო ზაფხულის შესვენებამდე იბერია 2-ს შეხვდება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-16 ტურის მატჩს სტუმრად იბერია 2-თან ჩაატარებს.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ში 2-თვიანი შესვენება გამოცხადდება და გუნდები ჩემპიონატს აგვისტოში დაუბრუნდებიან.
ამ მომენტისთვის ჩვენს გუნდს 18 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო მეტოქე იბერია 2 მხოლოდ ერთი ქულით გვისწრებს და მე-7 პოზიციას იკავებს.
პირველ წრეში ლოკოსა და იბერიის შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მეტოქის კარში ლოკოს მხრიდან გოლები მენთეშაშვილმა და კეკელიძემ გაიტანეს, ხოლო იბერიის ფეხბურთელებმა 2 ავტოგოლი ჩაიწერეს.
იბერია 2-ისა და ლოკოს მატჩი ბენდელას სტადიონზე პირველ ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება.