''თამაშის შედეგზე გავლენა იძულებითმა ცვლილებებმა მოახდინა''

''თამაშის შედეგზე გავლენა იძულებითმა ცვლილებებმა მოახდინა''
02/04/2017

''თამაშის შედეგზე გავლენა იძულებითმა ცვლილებებმა მოახდინა''

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა, ქუთაისის ტორპედოსთან დაპირისპირება შეაფასა.

 

"მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მოლოდინიც ზუსტად ასეთი მქონდა. ქუთაისის ტორპედოს თამაშის ხარისხი და შარშანდელი შედეგი, მეტყველებს იმაზე რომ გუნდი ჩემპიონატისთვის სერიოზულად არის განწყობილი.

 

ჩვენთვის თამაში გართულდა, რადგან სამივე ცვლილება იძულებით გამოვიყენეთ. სამიდან ორი ფეხბურთელი კი პირველივე ტაიმში შევცვალეთ, რამაც თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა.

 

მატჩის მიმდინარეობისას, ტერიტორიული უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი შევქმენით. საბოლოო ჯამში, ფრე ალბათ ლოგიკურია." - განაცხადა დევდარიანმა.

more news