დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი 2026 — ლოკომოტივის მეტოქეები ცნობილია

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი 2026 — ლოკომოტივის მეტოქეები ცნობილია
05/05/2026

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი 2026 — ლოკომოტივის მეტოქეები ცნობილია

4 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშების წილისყრა.

სეზონის დაწყებამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ტურნირი წარიმართება წინასწარ შედგენილი სატურნირო ბადით, რომელიც გასული სეზონის შედეგებს ეფუძნება.

ლოკომოტივი საქართველოს თასის გათამაშებაში მეორე ეტაპიდან, 26 ივნისიდან,  ჩაერთვება და „ბასასა“ და „კოლხეთი 1913“-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე ლოკომოტივის მეტოქე „გარეჯი“ იქნება.


ლოკომოტივის მეორე გუნდი პირველ ეტაპზე „სამცხეს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 24 მაისს გაიმართება. პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე „დიდუბეს“ შეხვდებიან.

more news