მარცხი არაგვთან პენალტების სერიაში
15/12/2025
მარცხი არაგვთან პენალტების სერიაში
ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენი ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში ლოკო საგურამოში არაგვთან 0:1 დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ მატჩი ჩვენმა გუნდმა სტუმრად 2:3 მოიგო, დამატებითი დრო და შემდეგ პენალტები დაინიშნა. დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში ჩვენი გუნდი 6:7 დამარცხდა, რაც ნიშნავს, რომ 2026 წლის სეზონში ლიგა 3-ში ითამაშებს.
ლოკო 2-მა ლიგა 3-ში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა ერთ ლიგაში ერთი კლუბის ორ გუნდს თამაშის უფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე ლოკო 2 რანგით მე-4 ლიგაში იასპარეზებს.