15 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
15 წლამდე გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა
საქართველოს 15 წლამდე ლიგის მე-9 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ვიტ-ჯორჯია დაამარცხა. საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ერთადერთი გოლი, მე-60 წუთზე, კონსტანტინე ნარიმანიძემ გაიტანა, რომელიც შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა.
მაისურაძის გუნდს, 9 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. პირველი წრის უკანასკნელ მატჩს, ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდი, 4 ივნისს, სტუმრად სფფ აკადემიის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 15): კოზმავა, სამყურაშვილი (დუნდუა 45), ჭოხონელიძე (ბეგლარიშვილი 56), ფარსადანაშვილი, ქადარია, გაბრიელ ხუციშვილი (გოგილაშვილი 46), ნიკა ხუციშვილი (ნარიმანიძე 56), კეკელიძე, შოშიტაიშვილი (ნოზაძე 36), ებრალიძე, ქუცნიაშვილი (ერქვანია 56)
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: ირაკლი სიგუა (თბილისი)