15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ბათუმის დინამო დაამარცხა
30/09/2018
15 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომ ბათუმის დინამო დაამარცხა
15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ბათუმის დინამო დაამარცხა. 29 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ლევან კორღალიძის გუნდმა 2-0 მოიგო.
ანგარიში 28-ე წუთზე სერგი აბრამიშვილმა გახსნა. 66-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბექა ჩანქსელიანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
11 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 18 ქულით მე-4 ადგილზეა.
ლოკომოტივი: მახარაძე, ფაილოძე, ფარსადანაშვილი, ჭოხონელიძე, უდესიანი (ქადარია 61), ხვიჩია, კეკელიძე (კაპ) (ერქვანია 76), ქეცბაია (გოგოლაძე 76), ბაღდავაძე (ჩანქსელიანი 51), ბოგვერაძე (ინაიშვილი 59), აბრამიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
არბიტრი: გურამ მაჩიტიძე (ბაღდათი)