სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა
27/09/2018
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. თბილისის ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდმა, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად, გმირთა მოედანზე ლოკომოტივის აკადემიის მენეჯერი დავით ყიფიანი და კლუბის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი იმყოფებოდა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, სამხედრო დაპირისპირებას ქართული მხრიდან 10 000-ზე მეტი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000-ზე მეტი დევნილი უსახლკაროდ დარჩა.