15 წლამდე, ოქროს ლიგა: სამტრედია 1-4 ლოკომოტივი
15 წლამდე, ოქროს ლიგა: სამტრედია 1-4 ლოკომოტივი
15 წლამდე, ოქროს ლიგის მე-12 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა, სტუმრად სამტრედია დაამარცხა. 6 ოქტომბერს, მარტვილში, სერგიეთის ბაზაზე გამართული მატჩი ლევან კორღალიძის გუნდმა 4-1 მოიგო.
პირველ ნახევარში, ლოკოს ფეხბურთელებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. მე-17 წუთზე ანგარიში სერგი აბრამიშვილმა გახსნა. 30-ე და 34-ე წუთებზე, ბექა ქეცბაიამ და ლუკა კეკელიძემ შეძლეს თავის გამოჩენა.
58-ე წუთზე, მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, გოლი ტიტე ჯულაყიძემ გაიტანა.
70-ე წუთზე, მატჩის საბოლოო შედეგი, შეცვლაზე შესულმა ბექა ჩანქსელიანმა დააფიქსირა. 12 ტურის შემდეგ ლოკოს აკდემიის გუნდს 18 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
ლოკომოტივი: ვადაჭკორია, ფაილოძე, ფარსადანაშვილი, ჭოხონელიძე, უდესიანი (ქადარია 55), ხვიჩია, ბაღდავაძე (გოგოლაძე 63), აბრამიშვილი (ჩანქსელიანი 36), კეკელიძე (კაპ), ქეცბაია (ერქვანია 69), ბოგვერაძე (ინაიშვილი 49)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
არბიტრი: ხვიჩა მესხი (ზუგდიდი)