17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა
30/09/2018

17 წლამდე, ოქროს ლიგა: ლოკომოტივი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი ნორჩ დინამოსთან დამარცხდა. 29 სექტემბერს გამართული მატჩი, პაატა გოცირიძის გუნდმა 3-2 წააგო.

ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი იაკობიძემ გახსნა და ლოკო დააწინაურა. 22-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, გოლი ლუკა დევდრიანის ანგარიშზეა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თორნიკე კურტანიძემ ლოკომოტივს მეორე გოლი გაუტანა. 55-ე წუთზე აკაკი ფირაშვილმა ირაკლი ჩალიგავას კარი კიდევ ერთხელ აიღო.

მატჩის საბოლოო შედეგი 77-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა გიორგი ომარაშვილმა დააფიქსირა.

10 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 19 ქულით მე-3 ადგილზეა.

ლოკომოტივი: ჩალიგავა, გუგუნავა (კაპ), ჯინჭარაძე, ბაქრაძე, ქაჯაია (ბოგვერაძე 48), გაგუა, გოლუბიანი, გაბრიელ ხუციშვილი (ნიკა ხუციშვილი 62), ჭანია (ომარაშვილი 36), ჩაკვეტაძე, იაკობიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: თორნიკე ხუბულური (გორი)

more news