17 წლამდე გუნდის მარცხი გორის დილასთან
17/03/2018
17 წლამდე გუნდის მარცხი გორის დილასთან
17 წლამდე ლიგის მე-4 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდი გორის დილასთან დამარცხდა. 18 მარტს, გორში გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
ლოკოს კარში, ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე, გიორგი ალიმბარაშვილმა გაიტანა. პაატა გოცირიძის გუნდს, 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
ლოკომოტივი: თვალოძე, გუგუნავა (კაპ), ჯინჭარაძე, ქაჯაია, ისმაილო, გაგუა (აბრამაშვილი 80), ბოგვერაძე, გოლუბიანი, ჭანია (ფაჩულია 72), ჩაკვეტაძე (ნიკა ხუციშვილი 60), კერესელიძე
მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე