ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო
24/02/2018

ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს 19 წლამდე ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა საჩხერის ჩიხურა დაამარცხა. 25 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, სულიკო დავითაშვილის გუნდმა 12:0 მოიგო.

საწყის 10 წუთში, ლოკომ სამი გოლი გაიტანა. მე-6 და მე-10 წუთებზე, რეზი ინჯგიამ შეასრულა დუბლი. მე-9 წუთზე კი თავი შოთა შეყილაძემ გამოიჩინა. მე-16 წუთზე ლუკა ჯაფარიძემ სტუმრებს მეოთხე გოლი გაუტანა. 30-ე და 34-ე წუთებზე ივანე ოქროპირიძემ და თორნიკე ძებნიაურმა პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

მეორე ნახევარში, ლოკომ კიდევ 6 გოლი გაიტანა. ავთანდილ სირაძემ, საბა ჯინჭარაძემ, ლევან გრძელიძემ, ლუკა პაპიაშვილმა და ბექა ფილფანმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, შოთა შეყილაძემ კი დუბლი შეასრულა.

მომდევნო მატჩს, ლოკოს 19 წლამდე გუნდი 13 მარტს, ვიტ-ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: მიქავა, ჯაფარიძე (შარიქაძე), სირაძე, ბუიღლიშვილი, ჯინჭარაძე (ფილფანი 49), ჯანაშია, ოქროპირიძე, ძებნიაური (პაპიაშვილი), ინჯგია, გრძელიძე, შეყილაძე

მთავარი მწვრთნელი: სულიკო დავითაშვილი

არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

more news