17 წლამდე ლიგა - გამარჯვება ბათუმის დინამოსთან

17 წლამდე ლიგა - გამარჯვება ბათუმის დინამოსთან
11/11/2017

17 წლამდე ლიგა - გამარჯვება ბათუმის დინამოსთან

17 წლამდე, ოქროს ლიგის მე-16 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა ბათუმის დინამო დაამარცხა.

12 ნოემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლოკოს 17 წლამდელებმა 2:1 მოიგეს. ანგარიში მე-8 წუთზე ლუკა ხარძიანმა გახსნა. 25-ე წუთზე, სტუმრებმა წონასწორობა ბექა ვერულიძის გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი 48-ე წუთზე თემო გაბუნიამ გაიტანა.

ლოკომოტივი 25 ქულით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, გოცირიძის გუნდი ავაზას წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: ანდრიაძე, გუგუნავა, ჯაფარიძე, კილასონია, ქაჯაია, ხუნჯგურუა (კაპ), ჯანაშია, ნანობაშვილი (კანკია 75), გაბჩავა (ჩიჯავაძე 58), ხარძიანი, გაბუნია

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: დავით ფიფია (გალი)

more news