რეგიონული ლიგა - უმნიშვნელოვანესი 3 ქულა უშუალო კონკურენტთან
რეგიონული ლიგა - უმნიშვნელოვანესი 3 ქულა უშუალო კონკურენტთან
რეგიონული ლიგის 21-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა, უშუალო კონკურენტი, თბილისი სითი დაამარცხა. 7 ნოემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვლადიმერ ვაშაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მატჩის ბედი, გიორგი კიკნაძემ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ლოკოს ფორვარდმა, სტუმრათა კარი 23-ე წუთზე აიღო.
16 ნოემბერს, რეგიონული ლიგის უკანასკნელ ტურში, ლოკომოტივი 2 გათამაშების ლიდერ ვარკეთილს დაუპირისპირდება.
სწორედ ეს მატჩი გამოავლენს გ ჯგუფის გამარჯვებულს, რომელიც მომავალი სეზონიდან ლიგა 3-ში იასპარეზებს.
ლოკომოტივი: შეროზია, დუმბაძე, უჩა ჯანაშია, ძებნიანური (კაპ), ცერცვაძე, შეწირული, მენთეშაშვილი, ლუკა ჯანაშია (ლურსმანაშვილი 78), ბუღრიძე, კიკნაძე (მუზაშვილი 89), სილაგაძე (წულეისკირი 59)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
გაფრთხილება: ლუკა ჯანაშია (22), შეროზია (79)
არბიტრი: გიორგი ვარდიძე (თბილისი)