17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სფფ აკადემია დაამარცხა
17 წლამდე ლიგა - ლოკომოტივმა სფფ აკადემია დაამარცხა
21 აპრილს, საქართველოს 17 წლამდე ლიგაში, თბილისის ლოკომოტივმა სფფ აკადემია დაამარცხა. ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს 3:1 მოუგეს.
ანგარიში მე-20 წუთზე ლუკა ჯანაშიამ გახსნა. 59-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. ლოკომოტივის კარში გოლი გიორგი ხურცილავამ გაიტანა.
62-ე წუთზე ლუკა ხარძიანმა მასპინძლები დააწინაურა. მატჩის საბოლოო შედეგი, 66-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა საბა ბეგაშვილმა დააფიქსირა.
6 ტურის შემდეგ, ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდს 18 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს, ვაშაძის გუნდი 29 აპრილს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი (U 17): ანდრიაძე, ქაჯაია, ჯანაშია, შალამბერიძე (ქურდაძე 35), მაღრაძე (კაპ), აბრამიშვილი (გოგია 51), ნადარეიშვილი, ჩიქოვანი, გუგუნავა (ბეგაშვილი 51), ხარძიანი, მუშკუდიანი (გობრონიძე 51)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ვაშაძე
არბიტრი: თეიმურაზ კალაძე (სამტრედია)