17 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა სალხინო დაამარცხა

17 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა სალხინო დაამარცხა
25/06/2018

17 წლამდე, ოქროს ლიგა - ლოკომოტივმა სალხინო დაამარცხა

17 წლამდე, ოქრის ლიგის მე-3 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუნდმა სახლინო დაამარცხა. 25 ივნისს, მარტვილში გამართული დაპირისპირება, პაატა გოცირიძის გუნდმა 1-5 მოიგო.

ანგარიში 24-ე წუთზე თორნიკე კერესელიძემ გახსნა და ლოკო დააწინაურა. 36-ე წუთზე, გიორგი იაკობიძემ მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლოკოს მეკარე, ირაკლი ჩალიგავა შეცდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმის დებიუტში, ლოკომ სამი გოლი გაიტანა. 46-ე, 48-ე და 50-ე წუთზე გიორგი ომარაშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სამი ტურის შემდეგ, ლოკოს აკადემიის გუნდს 6 ქულა აქვს.

ლოკომოტივი: ჩილაგავა, გაგუა (ალექსიზე 79), გოგატიშვილი (ჯახია 76), ბაქრაძე (კაპ), ქაჯაია, გაბრიელ ხუციშვილი, გოლუბიანი, ნიკა ხუციშვილი, ომარაშვილი (ჩაკვეტაზე 63), კერესელიძე (ჭანია 67), იაკობიძე (დარსაველიძე 78)

მთავარი მწვრთნელი: პაატა გოცირიძე

არბიტრი: ირაკლი შენგელია (სამტრედია)

more news