19 წლამდე ლიგა - ლოკომ კოლხეთი 1913 დიდი ანგარიშით დაამარცხა
19 წლამდე ლიგა - ლოკომ კოლხეთი 1913 დიდი ანგარიშით დაამარცხა
19 წლამდე, ოქროს ლიგის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივის აკადემიის გუდმა კოლხეთი 1913 დაამრცხა. 16 ოქტომბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ვასილ მაისურაძის გუნდმა 6:2 მოიგო.
ანგარიში მე-2 წუთზე ნუგო სპანდერაშვილმა გახსნა და ლოკომოტივი დააწინაურა. მე-10 წუთზე, რეზი ინჯგიამ სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა.
მე-16 და მე-20 წუთებზე, ლოკომოტივმა კიდევ ორი გოლი გაიტანა. თავი ჯერ კაპიტანმა, კაკი ქიმერიძემ გამოიჩინა, შემდეგ კი სპანდერაშვილმა შეასრულა დუბლი. ტაიმის მიწურულს კოლხეთმა ერთი ბურთი გაქვითა. 39-ე წუთზე, გოლი საბა პაჭკორიამ გაიტანა.
მეორე ნახევარის დებიუტში, კიდევ ერთი გოლი შეცვლაზე შესულმა თემო გაბუნიამ გაიტანა. 58-ე წუთზე გატანა ლუკა სილაგაძესაც შეეძლო, მაგრამ მან პენალტი ვერ გამოიყენა.
მე-60 წუთზე, ირაკლი ბუღრიძემ სტუმართა კარში მეექვსე გოლი გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი, 71-ე წუთზე სევერიან ნოდიამ დააფიქსირა.
7 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 15 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, მაისურაძის გუნდი სტუმრად, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: კვირიკაშვილი, კიკალიშვილი (გაბუნია 37), ჯაფარიძე, შალამბერიძე, ნიკოლეიშვილი, ანდრონიკაშვილი (ობოლაძე 46), სილაგაძე, ინჯგია (ხარძიანი 46), სპანდერაშვილი, ქიმერიძე (კაპ), ბუღრიძე
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
არბიტრი: ბორის გლუშჩუკი (ქუთაისი)