ლოკომოტივი 2-მა 35-ე სკოლის გუნდს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა
11/10/2017
ლოკომოტივი 2-მა 35-ე სკოლის გუნდს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა
რეგიონული ლიგის მე-17 ტურში, თბილისის ლოკომოტივი 2-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ ვაშაძის ფეხბურთელებმა, 35-ე სკოლის გუნდს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს.
მატჩის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა. მე-14 და მე-17 წუთებზე, მოწინააღმდეგის კარი ლაშა ნანობაშვილმა და ლაშა ოზბეთელაშვილმა აიღეს. 28-ე და 29-ე წუთებზე ლევან გრძელიძემ დუბლი შეასრულა.
49-ე წუთზე, თავი თორნიკე გობრონიძემ გამოიჩინა. 68-ე და 82-ე წუთებზე, სტუმრებს დუბლი ლუკა ხარძანმა შეუსრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვაშაძის გუნდი, 17 ტურის შემდეგ 40 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 2 სტუმრად, აჩაბეთის ლიახვის წინააღმდეგ გამართავს.